ალამედინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ალამედინი

ალამედინი – (ინგლ. Alamedin, რუს. Аламедин), ბალნეო-პელოიდურ-კლიმატური საკურორტო ადგილი ყირგიზეთში ალამედინის რაიონში, ქ. ფიშფექიდან 25 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ტიან-შანის ყირგიზეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ალამედინის (მდინარე ჩუს მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 56%-ს, ნალექების წლიური რაოდენობა – 500 მმ-ს და მზის ნათების ხანგრძლივობა – 1800 საათს წელიწადში. ზაფხულში ჭარბობს მთა-ბარის ქარები.

ალამედინში გვხდება: მუხა, არყის ხე, ნაძვი და ფიჭვი, ხოლო ალამედინის მიდამოები დაფარულია: არყნარით, ღვიისა და ცხრატყავას ბარდებით.

ალამედინის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M–0,2-0,3 გ/დმ3) თერმული (t – 53° C-56°C), აზოტიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი. გამოიყენება აგრეთვე ისიქ-ქოლის ტბის ლამის სულფიდური ტალახი.

ალამედინში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალამედინში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ალამედინსა და მის მიდამოებში (მდინარე ალამედინის ხეობა და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები