კამიუ ალბერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალბერ კამიუ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერ კამიუ

კამიუ ალბერ - (ფრ. Camus Albert. 1913 - 1960). ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ბიოგრაფია

ალბერ კამიუ დაიბადა ალჟირში 1913 წელს. ადრეულ ასაკში დაკარგა მამა და იძულებული იყო შეეთავსებინა სისტემატიური მეცადინეობები ფილოსოფიაში პერიოდულ სამსახურთან.

1936 წელს წარმოადგინა დისერტაცია - „ელინიზმის იდეის და ქრისტიანობის თანაფარდობა პლატონისა და ავგუსტინეს შრომებში“. კამიუ იმავდროულად იწყებს ურთიერთობას მოყვარულ თეატრებთან, ქმნის დასს „ეკიპი“, რომლისთვისაც ახორციელებს მალროს „ზიზღის დროს“ და დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ დრამატურგიულ გადამუშავებას. მოგვიანებით კამიუ არაერთხელ უბრუნდება უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებასა და ადაპტაციას მათთვის ფრანგული სცენის კანონების მისადაგებით (კალდერონის „ჯვრის თაყვანისცემა“, 1953; „რექვიემი მონაზონზე“ - ფოლკნერის „ტაძრის“ მიხედვით, 1957; დოსტოევსკის „ეშმაკების“ მიხედვით, 1959).

კამიუმ ჯერ კიდევ ალჟირში დაიწყო ჟურნალისტობა. გაზეთებთან თანამშრომლობა პარიზში გადასვლის შემდეგაც გააგრძელა. გერმანიის ოკუპაციის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1944 წელს იგი იატაკქვეშა გაზეთ „კომბის“ მთავარი რედაქტორია.

კამიუს ლიტერატურული კარიერა 1938 წელს ესეების კრებულ „ქორწინების“ გამოცემით დაიწყო. მას მოჰყვა კიდევ ერთი ლიტერატურულ-მხატვრული სტატიების კრებული „სიზიფის მითი“ („Le Mythe de Sisyphe“, 1942) და რომანი „უცხო“ („L’Étranger“, 1942). ამ ნაწარმოებებში უკვე ჩამოყალიბდა კამიუს ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითადი ნიშნები, თანაც ჟან-პოლ სარტრისგან განსხვავებით იგი არ ქმნიდა სპეციალურ ფილოსოფიურ ტრაქტატებს, რადგანაც მისთვის მორალური და ფილოსოფიური იდეები ყველაზე ადეკვატურ ხორცშესხმას სწორედ მხატვრულ ტექსტებში იძენენ. კამიუს პოზიცია - ეს გახლავთ ეგზისტენციალისტური ყაიდის მორალისტის პოზიცია: ადამიანი, მისი აზრით, სტოიკურად უნდა იტანდეს ცხოვრების თანდაყოლილ პირველად აბსურდულობას; პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ თავისუფალ ქმედებებზე მაშინაც კი, როცა მასზე უფრო მაღალი ინსტანციაც კი არ არსებობს, აღარაა ღმერთი, რომელსაც უფლება აქვს განსაჯოს ან დასაჯოს. მსგავსმა იდეებმა ასახვა ჰპოვა კამიუს პიესებში: „კალიგულა“ („Caligula“, 1944) და „გაუგებრობა“ („Le Malentendu“, 1944), „ალყა“ („L’État de siège“, 1948) და „წმინდანნი“ („Les Justes“, 1950).

ჭეშმარიტი აღიარება კამიუს მოუტანეს რომანებმა: „შავი ჭირი“ („La Peste“, 1947) და „დაცემა“ („La Chute“, 1956). სწორედ მათზე მუშაობისას საბოლოოდ ჩამოყალიბდა კამიუსთვის დამახასიათებელი მშრალი, ასკეტური წერის სტილი, რომელშიც პერსონაჟებისა და სამყაროსადმი ირონიული დამოკიდებულება იმალება. ცხოვრებისადმი ირონიული დამოკიდებულება ასევე ჩანს მის 1951 წლის პუბლიცისტურ თხზულებათა კრებულში „მეამბოხე ადამიანი“ („L’Homme révolté“) და მოთხრობების ბოლო კრებულში „განდევნა და სამეფო“ („L’Exil et le Royaume“, 1957).

1957 წელს კამიუმ მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

1960 წლის დასაწყისში იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • შავი ჭირი: [რომანი] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმნა კ. ჯავრიშვილმა, გ. ბუაჩიძემ და ნ.იორდანიშვილმა.
  • ტიბედნიერი სიკვდილი: რომანი / ალბერ კამიუ; ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა;
  • პირველი ადამიანი: [რომანი] / ალბერტ კამიუ; ფრანგ. თარგმ. გიორგი ეკიზაშვილმა.
  • დაცემა: [რომანი] / ა. კამიუ; თარგმ. ნ. იორდანიშვილმა.
  • ფიქრები გილიოტინაზე / ალბერ კამიუ; თარგმნა ანა ბუაჩიძემ
  • დონჟუანობა; თეატრი: [ესსეები] / ა. კამიუ; თარგმ. მ. მიქელაძემ.
  • სიზიფეს მითი: [ესსე] / ა. კამიუ; თარგმნ. მ. ცეცხლაძემ.
  • სიზიფის მითი: ესე აბსურდის შესახებ / ალბერ კამიუ; ფრანგ. თარგმნა მარინა ბალავაძემ.
  • დონჟუანობა; თეატრი: [ესსეები] / ა. კამიუ; თარგმ. მ. მიქელაძემ.
  • კაეშანი; სიცოცხლის სიყვარული: [ესეები] / ა. კამიუ; მთ. გ. ეკიზაშვილი.
  • ელენეს გადასახლება: [ესსე მიძღვნილი ფრანგი პოეტის რენე მარისადმი] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. და წინასიტყვაობა დაურთო გ. ეზიკაშვილმა.
  • დაბრუნება ტიპასაში: [ესე] / თარგმნა ნატო ხევსურიშვილმა.
  • შეუღლება ტიპასაში: [ესე] / თარგმნა ნატო ხევსურიშვილმა.
  • ქარი ჯემილაში: [ესსე] / თარგმნა ნატო ხევსურიშვილმა.
  • ალჟირული ესეები: [მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება ზურაბ კაკაბაძისა] /ალბერ კამიუ; თარგმ. თინათინ ქიქოძემ.
  • აჯანყებული ადამიანი: ესე / ა. კამიუ ; მთარგმნელი სალომე ხიზანიშვილი.
  • სარჩული და პირი = L'envers et L'endroit: [ესეები / ფრანგ. თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა].
  • ქორწინება; ზაფხული = Noces; Suivi de L'ete / [ფრანგ. თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა].
  • ირონია: [მოთხრობა] / ა. კამიუ; თარგმნა გ. ეკიზაშვილი.
  • მოღალატე: [მოთხრობა] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. გ. ეკიზაშვილმა.
  • მოღალატე ცოლი / ალბერ კამიუ; ფრანგულიდან თარგმნა ტარიელ ნამორაძემ.
  • ნუშის ხეები: [მოთხრობა] / ა. კამიუ; მთარგმ. გ. ეკიზაშვილი.
  • ორგული ცოლი: [მოთხრობა] / ა. კამიუ; თარგმანი ფრანგულიდან დ. კახაბერისა.
  • სტუმარი: [მოთხრობა] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ.: გ. ექიზაშვილმა.
  • სტუმარი: [მოთხრობა] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. ი. გასვიანმა.
  • სტუმარი: მოთხრობა / ალბერ კამიუ; ფრანგულიდან თარგმნა ია ჩიქვინიძემ.
  • "საუკუნის შვილი": [იუმორისტული მოთხრობა] / ა. კამიუ ; თარგმ. ჯ. ინჯიასი.
  • გადასახლება და სამეფო = L'exil et le royaume: [მოთხრობები / ფრანგ. თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა].
  • ჰოსა და არა-ს შორის: [მოთხრობა] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. გ. ეკიზაშვილმა.
  • დაბრუნება ტიპასაში: მოთხრობა / ალბერ კამიუ; ფრანგულიდან თარგმ. ნატო ხევსურიშვილმა.
  • უცხო. - იონა, ან მხატვარი მუშაობისას: [მოთხრობები] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. ლ. გოგილაშვილის; მ. მეძმარიშვილის და მ. ბაქრაძის; ბოლოსიტყვ. "ალბერ კამიუ"; ილ. ჯ. ლოლუასი.
  • პრომეთე ჯოჯოხეთში / ა. კამიუ ; ფრანგ. თარგმანი და კომენტარი სათაურით: "პრომეთე ისტორიის წინააღმდეგ" გ. ეზიკაშვილისა.
  • მართალნი = Les justes: ხუთმოქმედებიანი პიესა / ალბერ კამიუ; ფრანგ. თარგმნა ილია გასვიანმა.
  • გაუგებრობა : [პიესა] / ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. პ. ჯავახიშვილმა.
  • კალიგულა : [პიესა] / ა. კალიგულა; ფრანგ. თარგმ. ს. გელაძემ.
  • კალიგულა : პიესა 4 მოქმედებად / ალბერ კამიუ; ფრანგ. თარგმნა გიორგი ანთელავამ.
  • "მოლოზნის რექვიემი": [პიესა] / უ. ფოლკნერი, ა. კამიუ ; თარგმნა ზ. კილაძემ.
  • რექვიემი მონაზვნისათვის: [პიესა ორ მოქმედებად და შვიდ სურათად] / უ. ფოლკნერი, ა. კამიუ; ფრანგ. თარგმ. ე. მოისწრაფიშვილმა.
  • დაბრუნება: [ნოველა] / ალ. კამიუ; დ. კახაბერის თარგმანი ფრანგულიდან.
  • სიზიფეს მითი: [ნოველა] / ალბერ კამიუ; მთარგმნელი ბ. იორდანიშვილი.
  • ჯვრისწერა ტიპასში: [ლექსი] / ა. კამიუ; ფრანგულიდან თარგმნა თ. ქიქოძემ.
  • "საუკუნის პირმშო": [იუმორისტული ეტიუდები] / ალბერ კამიუ.
  • წერილი მეგობარს: (იბეჭდება შემოკლებით) / ალბერ კამიუ; ინგლ. თარგმ. ნ. რურუამ.
  • უბის წიგნაკებიდან / ა. კამიუ; თარგმ. გ. ლოლაძემ.
  • ტრაგედიის მომავალი: [თეატრისა და კონკრეტულად ტრაგედიის კამიუსეული კონცეფცია] / ა. კამიუ:; თარგმნ. ი. ღოღობერიძემ.
  • მოგზაურობის დღიურები / ა. კამიუ; თარგმანი ს. გელაშვილისა.
  • დოსტოევსკის შესახებ: [წიგნიდან "ამბოხებული ადამიანი", "სიზიფეს მითი"] / ა. კამიუ; თარგმნა თ. ჩქარეულმა.
  • ლამაზი დროება: [მწერლის ალჟირის საფეხბურთო გუნდ "რასინგ უნივერსიტერში" თამაშის შესახებ] / ალბერ კამიუ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები