ალდაგი
ალდაგი – (Aldagi), აქციონერული საზოგადოება, პირველი არასახელმწიფო სადაზღვევო კომპანია საქართველოში. დაარსდა 1990 წელს.
ალდაგი ერთ-ერთი პირველი, კერძო, კომპანიაა საქართველოში, რომელიც 34 წელია ბაზარზე ოპერირებს და რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის ყოველდღიური შიშებისგან გათავისუფლება და ინდივიდების, ბიზნესებისა და საზოგადოების გაძლიერებაა.
2024 წლისთვის ალდაგი სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერია როგორც საცალო, ისე MSME, SME და კორპორატიული დაზღვევის სეგმენტებში. ალდაგის პორტფელში 150 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია.
ალდაგი ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ბიზნესში ოპერირებს და მომხმარებელს ამ მიმართულებებში 80-მდე სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს.
ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+. ამავდროულად საქართველოსა და რეგიონში აღიარებულია, როგორც საუკეთესო სადაზღვევო კომპანია (EUROMONEY, world finance, global brand magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის.
ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
ეწვიეთ ალდაგის ვებსაიტს ბმულზე: ალდაგი