ალექსანდრეს მოზაიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრეს მოზაიკა – (ინგლ. Alexander Mosaic), ყველაზე ცნობილი რომაული მოზაიკა ალექსანდრე მაკედონელისა და დარიოს III-ის გამოსახულებით. მოზაიკაზე ასახულია ალექსანდრე მაკედონელისა და სპარსეთის მეფე დარიოს III-ს შორის გამართული ისოსის ბრძოლის სცენა.
მოზაიკა 1831 წელს ანტიკური პომპეის (იტალია) არქეოლოგიური გათხრების დროს ფავნუსის სახლში (იტალ. Casa del Fauno) აღმოაჩინეს და 1843 წელს გადაიტანეს ნეაპოლის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში. მოზაიკის ავტორი უცნობია. ამ გრანდიოზული გამოსახულების ზომებია 582×313 სმ, თუმცა მისი ნაწილი დაკარგულია. 2005 წელს ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დამზადებული მოზაიკის ზუსტი ასლი პომპეიში, ფავნუსის სახლის იატაკზე მოათავსეს.