ალექსანდრიის შუქურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრიის შუქურის რეკონსტრუქცია

ალექსანდრიის შუქურა – (ინგლ. Lighthouse of Alexandria), მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი; მდებარეობდა ქ. ალექსანდრიაში (ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა).

ალექსანდრიის შუქურა ჩვენთვის მხოლოდ მონეტებზე შემორჩენილი გამოსახულებებითა და ანტიკურ (სტრაბონი, პლინიუსი) და შუა საუკუნეების (იბნ-ალ-საიხი) ავტორთა აღწერითაა ცნობილი.

კუნძულ ფაროსზე აგებული 130-140 მ-ის სიმაღლის შუქურა თავისი დროისათვის მართლაც საინჟინრო ხელოვნების საოცრებას წარმოადგენდა. ძველ ავტორთა აღწერებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი ერთმანეთზე დადგმული სამი კოშკისაგან შედგებოდა. მათ შორის ყველაზე მაღალი და მასიური ქვედა სართულის კვადრატული პოსტამენტი იყო, რომელიც მძლავრ საფუძველს უქმნიდა მომდევნო, გრანიტით ნაგებ, მარმარილოთი მოპირკეთებულ რვაწახნაგოვან კოშკს. კომპოზიციას აგვირგვინებდა ყველაზე მცირე და შედარებით მსუბუქი მესამე სართული – სვეტებით შემკული წრიული ფორმის კოშკი, რომლის თავზეც პოსეიდონის შვიდმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება იდგა. შუქურის ზედა სართულზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელსაც ლითონის უზარმაზარი სარკეები ირეკლავდა და ამ ხერხით წარმოქმნილი ნათება ძალზე შორი მანძილიდანაც კი ჩანდა. ცნობილია, რომ ალექსანდრიის შუქურას ამკობდა წარწერა: სოკრატე კნიდოსელი, დექსიფანესის ვაჟი უძღვნის მხსნელ ღმერთებს მეზღვაურთა საკეთილდღეოდ. სამწუხაროა, რომ ხუროთმოძღვრების ამ შედევრმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ალექსანდრიის შუქურას არა მარტო გამოყენებითი ფუნქცია ჰქონდა ანუ იგი მხოლოდ გემებისათვის ორიენტირის მოვალეობას კი არ ასრულებდა, არამედ თავისი მკვეთრი ვერტიკალით მკაფიო მახვილს სვამდა ალექსანდრიის სივრცეში და გარკვეულწილად ქალაქის მხატვრული დომინანტის როლსაც ასრულებდა. ამავე დროს, იგი სიმბოლურად განასახიერებდა ელინისტური სამყაროს დედაქალაქის კარიბჭეს, მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახლდათ და თავისი ზომებითა თუ მხატვრული სახის პომპეზურობით სრულიად შეესაბამებოდა იმპერიის მოთხოვნებს.

115-135 მ. სიმაღლის შუქურა წარმოადგენდა მსოფლიოში სიმაღლით მესამე ნაგებობას ხუფუს და ხაფრას პირამიდების შემდეგ. დაზარალდა მიწისძვრების შედეგად 956, 1303 და 1323 წლებში. 1480 წელს სულთანმა ქაით ბეიმ ქვები შუქურის ნანგრევებიდან თავისი ფორტის ასაშენებლად გამოიყენა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები