ალკოჰოლიზმი, დაავადების კონცეფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლიზმი, დაავადების კონცეფცია - (alcoholism, disease concept of) – მტკიცებულება, რომ ალკოჰოლიზმი განპირობებულია უპირატესად ბიოლოგიური მიზეზებით და გააჩნია ბუნებრივი პროგნოზირებადი მიმდინარეობა, რაც შეესაბამება დაავადების საყოველთაოდ მიღებულ განსაზღვრებას.

ანონიმური ალკოჰოლიკების (1939) არაპროფესიული შეხედულება, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლიზმი წარმოადგენს მავნე ჩვევას, 50-იან წლებში გადატანილი იქნა სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც დაავადების კონცეფცია. 1977 წელს, „ალკოჰოლიზმის“ ტერმინის არაზუსტი განსაზღვრების გათვალისწინებით, ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტმა ფსიქიატრიულ ნოზოლოგიათა ნუსხაში მისი ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომით შეცვლის წინადადება შემოიტანა. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების სინდრომის ანალოგიურად, ტერმინმა „ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი“ მიიღო საყოველთაო აღიარება თანამედროვე ნოზოლოგიურ ფსიქიატრიაში.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები