ამიერკავკასიის თაღლითა
ამიერკავკასიის თაღლითა – Alburnus charusini hohenackeri Kessler, 1877
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: თაღლითა
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახისა. პირი ზემოთაა მიმართული, მისი წვერო თითქმის თვალის ზედა კიდის დონეზეა. ლაყუჩის ჩხირები ხშირი, საკმაოდ გრძელი აქვს და პირველ რკალზე 20-მდე აღწევს ხახის კბილები ორმწკრივი 2,5-5,2 ან 1,5-5,1, ოდნავ დაკბილული ან დაუკბილავია, მტკვრის თაღლითას მიმართ სხეულის სიგრძე (კუდის ჩაუთვლელად) პროცენტებში ასეთია: თავის სიგრძე 20,6-27,6-ს უდრის, საშუალოდ – 24,1, სხეულის უდიდესი სიმაღლე – 17,7-25,6, საშუალოდ – 21,7, კუდის ღეროს სიგრძე – 14,7-24,8, საშუალოდ – 20,4, სხეულის უმცირესი სიმაღლე 7,6-13,0, საშუალოდ – 10,0, თვალის დიამეტრი თავის სიგრძეში – 3,3-3,7-ჯერ თავსდება დინგის სიგრძეში – 0,7-1,2-ჯერ, თითქმის შუბლის სიგანის ტოლია. სიგრძით 95 მილიმეტრამდე აღწევს.
გავრცელებულია მტკვრისა და არეზის აუზებში და ლენქორანის რაიონის მდინარეებში. სეფიდრუდში გეხვდება Natio persicus A macropterus-ის სახელწოდებით.
ამიერკავკასიის თაღლითას ბიოლოგია ნაკლებადაა შესწავლილიე თაღლითას ქერცლისაგან ხელოვნურ მარგალიტს ამზადებენ.