ანატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანატი

ანატი – უგარიტის და სირიის მეომარი ქალღმერთი. ეგვიპტეში შუა სამეფოს ეპოქიდან არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით პოპულარული ხდება რამესიდების დროიდან, როგორც ფარაონის დამცველი ბრძოლის დროს.

ამავე პერიოდში ჩნდება ანატის თეოფორული სახელები. აღსანიშნავია, რომ რამსეს II-ის მებრძოლ ძაღლს ერქვა „ანატი დამცველია“. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, მაღალი ბუმბულების გვირგვინით. მის მეომარ ბუნებას ხაზს უსვამდა საომარი ატრიბუტები ფარი, შუბი და საბრძოლო ნაჯახი. ანატი მოიხსენიება ფარაონის აღმზრდელად, რომელიც ძუძუს აწოვებს. ამ ფუნქციის წყალობით კუნძულ ფილეზე ანატი შეერწყა ისიდას და ხორის დედა გახდა. ტანისში, სეტხთან ერთად, მისი საკულტო ადგილი იყო.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები