ანემასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანემასი

ანემასი – (ინგლ. Annemasse, რუს. Аннемас), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 25 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. ანსიდან 32, ხოლო ქ. ლიონიდან 118 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპების ძირში, ზღვის დონიდან 399-504 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,8°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 941 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (255 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (212 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ნოემბერი (96 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – აპრილი (66 მმ).

ანემასის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი და სხვ.) და ყვავილები (ნარგიზი, იორდასალამი, ფლოქსი და სხვ.) გვხვდება აგრეთვე: წიფლის, მუხისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები, წიფლნარი, მუხნარი და წაბლნარი. გვხვდება ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები.

ანემასის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ანემასის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანემასში წასასვლელად: დასვენება, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ანემასში (წმიდა ანდრიას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XIX საუკუნეში, რესტავრირებულია XX საუკუნის II ნახევარში); რატუშის შენობა (XX საუკუნე) და სხვ.), ანემასის მიდამოებში (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია; სალევის მთა; ჟენევის ტბა, მთა მონბლანი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები