ანიანო თერმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანიანო თერმე

ანიანო თერმე – (ინგლ. Agnano Terme, რუს. Аньяно-Терме), ბალნეო-პელოიდური კურორტი იტალიაში, ქ. ნეაპოლის გარეუბანში. მდებარეობს 1865-1870 წლებში ამოშრობილი კარსტული ტბის ფსკერზე, სადაც არის მინერალური წყლების მრავალი გამოსავალი და მოიპოვება სამკურნალო ტალახი. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული მშრალია და ცხელი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 29°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 860 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერ-თებერვალზე, ხოლო მინიმუმი — ივლის-აგვისტოზ

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: მარადმწვანე ქვისა და კორპის მუხა, პინიები, პალმები, დანამასტაკი, კაქტუსები და აგავები, თუმცა კურორტის მიდამოების ტერიტორია, ძირითადად, დაფარულია: ვენახებით, ციტრუსების პლანტაციებითა და ხეხილის ბაღებით (ბროწეული, ლეღვი, ნუში, ზეთისხილი და სხვ.).

ანიანო თერმეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: 70-ზე მეტი თერმული (t – 75°C და მეტი) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლის გამოსავალი და გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), რკინიანი სამკურნალო ტალახი და მინერალური წყლების გამოსვლის ადგილზე წარმოქმნილი სამკურნალო ტალახი.

ანიანო თერმეში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და ტამპონები; მინერალური წყლის მაღალი ტემპერატურის გამოყენება საუნებში.

ჩვენებები ანიანო თერმეში წასასვლელად: სუნთქვის არასპეციფიკური დაავადებები; ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემების, საყრდენსამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანისა და ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ანიანო თერმეს მიდამოებში (ქ. პომპეი და ვულკანი ვეზუვი; კუნძულ კაპრის ღირსშესანიშნაობები – რომის იმპერატორ ავგუსტუსის ბაღები (ძვ.წ. I- ახ.წ. I საუკუნეები); ფარალიონის კედლები (ა.წ. I საუკუნე), ცისფერი გროტი, რომაული ცივილიზაციის ნანგრევები და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები