არაბინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაბინი (არაბილი) − (ბერძ. Áraps არაბი, არაბული), მცენარეული ბლანტი წებოს ნაირსახეობა. მიიღება კარტოფილის სახამებლის ან ფქვილისაგან, მასზე მწვავე ნატრიუმის ან ამიაკის ზემოქმედებით. ძირითადად გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში.