არკტილიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არკტილიტი − (რუს. арктилит) – რუსული წარმოების ფენოვანი პლასტიკი, რომელიც შედგენილია არყის ხის შპონის, ქსოვილისა და ლითონის ბადის ფენების მრავალჯერადი განმეორებით. ფენების ურთიერთკავშირისათვის იყენებენ ფენოლფორმალდეჰიდურ წებოებს. არკტილიტი ძირითადად გამოიყენება გემთმშენებლობაში, იშვიათად – სამშენებლო საქმეში.