არქეოლოგიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არქეოლოგიური რუკა – (archaeological map), გამოსახავს ადამიანთა საზოგადოების ისტორიას ადამიანთა სიცოცხლისა და მოღვაწეობის ამსახველი მატერიალური ძეგლების საფუძველზე. რუკაზე გამოისახება: არქეოლოგიური ექსპედიციების მარშრუტები, არქეოლოგიური გათხრების ადგილები, უძველესი სადგომების, სამარხების, ქალაქების, კულტურის ძეგლების განლაგება.