არჩმანი
არჩმანი –(ინგლ. Archman, რუს. Арчман), ბალნეო-პელოიდო-კლიმატური კურორტი თურქმენეთში, ახალათის ვილაიეთში, ბახარდენის რაიონში; აშგაბათიდან 120, ხოლო ბახარდენიდან 25 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კოფეთდაღის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 160 მ-ის სიმაღლეზე. არჩმანის ჩრდილოეთით იწყება ყარაყუმის უდაბნოს ქვიშები. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – უახლოვდება უდაბნოს ჰავას. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1°С. ზაფხული მშრალია და ცხელი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 32°ბალნეო-პელოიდო-კლიმატური კურორტი თურქმენეთში, ახალათის ვილაიეთში, ბახარდენის რაიონში; აშგაბათიდან 120, ხოლო ბახარდენიდან 25 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კოფეთდაღის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 160 მ-ის სიმაღლეზე. არჩმანის ჩრდილოეთით იწყება ყარაყუმის უდაბნოს ქვიშები. რელიეფი – მთაგორიანი.
კურორტის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებით (ვაშლი და ჭერამი), და ჩრდილიანი პარკებით. პარკებში გვხვდება: ჭადარი, თელა, ხემყრალა, იასამანი, როზმარინი, ასტრა და სხვ. არჩმანის მიდამოებში გავრცელებულია: ავშანი, ცერცვეკალა, იალღუნი, ჯუზღუნი, ქვიშის აკაცია, საქსაული და სხვ.
არჩმანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული (t-28°C-29° C), სუსტი მინერალიზაციის, სუსტად გოგირდწყალბადიანი (სუსტად სულფიდური), სულფატურ-ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები; მინერალური ტალახი, რომელსაც ქმნის აღნიშნული მინერალური წყლები გამოსვლის ადგილში; უდაბნოს ჰავასთან მიახლოებული ჰავა.
არჩმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები; შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული მინერალური წყლით; ჰაერისა და მზის აბაზანები.
ჩვენებები არჩმანში წასასველად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები..
ტურისტული ობიექტები:
კურორტ არჩმანის მიდამოებში (მეჩეთი (XX საუკუნე) რკინიგზის სადგურ არჩმანში; ბახარდენის გამოქვაბული, სადაც მდებარეობს დიდი მიწისქვეშა კოიათას ტბა თერმული მინერალური წყლით და სხვ.),
ქ. აშგაბათში (მართლმადიდებლური ეკლესიები – კეთილმორწმუნე მთავრის წმიდა ალექსანდრე ნეველის (XIX საუკუნე) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სასწაულთმოქმედის წმიდა ნიკოლოზის, (XX საუკუნე) და სხვ.; XX და XXI საუკუნეებში აშენებული მეჩეთები – ერთუგრულ გაზის, აშგაბათის VIII მიკრორაიონში, ირანული და სხვ.; ნეიტრალიტეტის თაღი (1998 წელი); პრეზიდენტის სასახლე (1950-1955 წლები); მეჯლისის შენობა (1954-1956 წლები); თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსი (1949-1953 წლები); სასახლე „მექანი“ (1970- 1974 წლები); კომპლექსი „ოგუზხანი“(2011 წელი); მუზეუმები – თურქმენეთის სახელმწიფო, კულტურული ცენტრის სახელმწიფო, თურქმენეთის სახვითი ხელოვნების, თურქმენული ხალიჩის და სხვ.; ზოოპარკი (2010 წელი) კულტურულ-გასართობი ცენტრი „ალემი“; 1948 წელს აშგაბათის მიწისძვრის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მონუმენტი და მუზეუმი; დიდ სამამულო ომში დაღუპულ მეომარ-თურქმენებისადმი მიძღვნილი მემორიალი და სხვ.) და
ქ. აშგაბათის მიდამოებში (ძველი ნისის (მიტრიდატკერტი) ნაქალაქარი (ძვ.წ. III – ა.წ. I საუკუ- ნეები); ახალი ნისის (V საუკუნის II ნახევარი – XVI საუკუნე) ნანგრევები; აბივერდის ნაქალაქარი (I-XII საუკუნეები) და მეჩეთი (XV საუკუნე) ამ ნაქალაქარის ტერიტორიაზე; ანაუს ციხესიმაგრის (ძვ.წ. III-ახ.წ. III საუკუნეები) ნანგრევები; ანაუს ნაქალაქარის (XV საუკუნე) და სეიიტ ჯუმალიდინის (ძვ.წ. II ათასწ- ლეული) ნაქალაქარის ნაშთები; ალთინ-თეპეს (ძვ.წ. III-II ათასწლეული) ნაქალაქარის ნანგრევები; XI საუკუნის მავზოლეუმები სერახსის ოაზისში − აბულ- ფაზლას ანუ სერახს-ბაბას და იართი-გიუმბეზის; გეოკ-თეპეს ციხესიმაგრე (1869 წელი) და სხვ.).