ასიმპტოტური გამოსახულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასიმპტოტური გამოსახულება ფუნქციისა – შედარებით მარტივი ფუნქცია, რომელიც მიახლოებით (რაგინდ მცირე ფარდობითი ცდომილებით) გამოსახავს მოცემულ უფრო რთული ფუნქციას არგუმენტის დიდი მნიშვნელობებისათვის (ან არგუმენტის იმ მნიშვნელობებისათვის, რომლებიც ახლოს არიან მოცემულ მნიშვნელობასთან, მაგ., ნულთან). ასიმპტოტურ გამოსახულებას ზოგჯერ ასიმპტოტურ ფორმულას ან შეფასებას უწოდებენ.
საზოგადოდ, ასიმპტოტურ გამოსახულება წარმოადგენს რთული მიახლოებითი გამოსახულების, ე. წ. ასიმპტოტური მწკრივის, ან გაშლის, მთავარ წევრს.