ატმის კოქტეილი
ატმის კოქტეილი
20 მლ არაყი
20 მლ ატმის ლიქიორი
20 მლ რძე
არაყი, ატმის ლიქიორი და რძე ჩავასხათ შეიკერში და შევანჯღრიოთ. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ყინული და მოვრთოთ ატმის ნაჭრებით.
ატმის კოქტეილი (II ვარიანტი)
1 ატამი
25 მლ კონიაკი
25 მლ ფორთოხლის წვენი
50 მლ შამპანური
ატმის რბილობს დავუმატოთ კონიაკი, ფორთოხლის წვენი და ავთქვიფოთ ბლენდერში. მიღებული ნარევი ჩავასხათ შამპანურის ჭიქაში, დავუმატოთ შამპანური და მივიტანოთ მაგიდასთან.
ატმის კოქტეილი (III ვარიანტი)
5-6 ატამი
1 ლიმონი
1 ჭიქა შაქარი
4 ს/კ კონიაკი
4 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
2 ჭიქა შამპანური ან გაზიანი წყალი
ატამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავაწყოთ შუშის ჭურჭელში, დავასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ კონიაკი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჭურჭელს დავახუროთ თავსახური და რამდენიმე საათით დავდგათ ცივ ადგილზე. მაგიდასთან მიტანის წინ დავასხათ გაცივებული შამპანური ან გაზიანი წყალი.