აქსამსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქსამსი – (ინგლ. Axams, რუს. Аксамс), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, ქ. ინსბრუკიდან 12 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ალპებში, ზღვის დონიდან 874 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,9°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,4°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 980,9 მმ. ნალექე- ბის მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (387,4 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (150 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (142 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (52 მმ).

აქსამსისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხა, რცხილა, იფანი, წიფელი და ნაძვი. კურორტის მიდამოებში გვხვდება, აგრეთვე, მაღალი მთის საძოვრები – ალმები.

აქსამსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

აქსამსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აქსამსში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა და სხვ. გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

აქსამსისთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები განლაგებულია ქ. ინსბრუკსა და მის მიდამოებში.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები