აში (ღვთაება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აში – შესაძლოა იყო ლიბიური წარმომავლობის ღვთაება. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ადრედინასტიური და ძველი სამეფოს ტექსტებში. მისი ეპითეტი იყო „ლიბიელების ბატონი“. ჩვეულებრივ გამოისახებოდა შევარდნის, ან სეტხის ცხოველის თავით, უფრო იშვიათად – სრულიად ანთროპომორფულად, ხშირად ლიბიელებისათვის დამახასიათებელი ბუმბულების მორთულობით. ხანდახან წარმოდგენილი იყო, როგორც ლიბიური ხორი ან სეტხი. როგორც სეტხის ნაირსახეობა, დაფიქსირებულია გვიანდელ ტექსტებშიც. სეტხთან ასეთი სიახლოვის გამო (აშს ეძახდნენ ასევე nwb.tj „ომბოსელი“, რაც სეტხის ხშირი ეპითეტი იყო) დასაშვებია, რომ აშის უძველესი სამშობლო იყო ომბოსი, საიდანაც იგი უფრო ახალგაზერდა სეტხმა „გააძევა“. იყო დასავლეთის უდაბნოს ოაზისების მოსავლის მფარველი, ასოცირდებოდა ასევე დასავლეთ დელტის ვენახებთან.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები