ახვლედიანი ლომერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომერ ახვლედიანი

ლომერ ახვლედიანი − (დ. 2 ოქტომბერი, 1934 − გ. 11 თებერვალი, 2022), კინოოპერატორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი (1976-1990), არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).

დაიბადა 1934 წელს თბილისში, აქვე მიიღო საშუალო განათლება, 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 1957 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტია.

1961 წლიდან ლომერ ახვლედიანის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა ხდება — ახალგაზრდა კაცის ინტერესები მეცნიერებიდან ხელოვნებისაკენ იხრება, მუშაობას იწყებს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ოპერატორის ასისტენტად, 1968 წლიდან ოპერატორის მოვალეობას ასრულებს, ხოლო 1970 წლიდან დამდგმელი ოპერატორია.

1968 წელს ლომერ ახვლედიანმა გამოცდები ჩააბარა კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე, რომელიც 1975 წელს დაამთავრა.

ლომერ ახვლედიანის ავტორობით მრავალი ფილმია გადაღებული. 1973 წელს ფილმის გამო „ყელსაბამი სატრფოსათვის“, რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად, ლომერ ახვლედიანს დაღესტნის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, ხოლო 1978 წელს, ქაიროს საერთაშორისო ფესტივალზე, მის მიერ გადაღებული ფილმის „სამანიშვილის დედინაცვალის“ საოპერატორო ნამუშევარს პირველი პრიზი მიეკუთვნა. პრიზებითა და დიპლომებით ლომერ ახვლედიანის ბევრი სხვა ნამუშევარი აღნიშნულა.

1979 წელს ლომერ ახვლედიანს, მხატვრული ფილმის „ნატვრის ხის“ დამდგმელ ოპერატორს, რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები ‏‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები