ბათუმის შამაია-თრისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმის შამაია-თრისა – Chalcalburnus Chalcoides deryugini (Berg) 1923

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: შამაია


თევზის სახეობა შამიების გვარისა. ლაყუჩის ჩხირები 18 –25, ყველაზე ხშირად 21-ია, მალების რაოდენობა 41–43, უფრო ხშირად – 42. სხეულის სიგრძის (კუდის ფარფლის ფუძემდე) მიმართ პროცენტებში: თავის სიგრძე − 22,1-22,5, საშუალოდ 24,1-ს უდრის, სხეულის უდიდესი სიმაღლე კი − 19,3-25,8, საშუალოდ − 22,4-ს, სხეულის უმცირესი სიმაღლე − 7,7-9,8, საშუალოდ − 8,9-ს; ანტიდორსალური მანძილი − 53,0-60,5, საშუალოდ 55,6-ს აღწევს. ზურგის ფარფლის სიმაღლე − 15,0-18,5, საშუალოდ 16,4-ია, კუდის ღეროს სიგრძე − 17,7-20,8, საშუალოდ − 19,2. თვალის დიამეტრი − 25,0-32.5, საშუალოდ − 28,9% თავის სიგრძე − 75,2-135, საშუალოდ − 95,5% შუბლის სიგანისა. აბსოლუტური სიგრძე 80-160 მილიმეტრია.

ხახის კბილები ახალგაზრდებს აშკარად დაკბილული აქვთ, ზრდადასრულებულ ფორმებს კი − თითქმის დაუკბილავი. მუცელზე ტროპი (ქედი) ქერცლით დაფარული არ არის და ანალური ხვრელის წინ ან ·ზოგიერთებს ანალური ხვრელისა და მუცლის ფარფლის ფუძის შუა არემდე აქვთ. შეფერილობა მუქია. სხეულის გვერდებისა და თავის გასწვრივ შავი პიგმენტური წერტილებისაგან წარმოქმნილი საკმაოდ ფართო, მეტ-ნაკლებად გამოხატული მკაფიო ზოლია. ტიპიური ფორმისაგან განსხვავდება: ნაკლები ზომით, დიდი თვალებით, ნაკლებად ამოკვეთილი კუდის ფარფლით, უფრო მაღალი ზურგის ფარფლით, წმინდა მტკნარი წყლის ფორმაა..

გავრცელებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში სოჭიდან ჭოროხის აუზამდე, ტუაფსეში; დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე რიონში, ჭოროხში, კინტრიშში, სუფსაში, დეგვაში, ნატანებში, პალიასტომის ტბაში, აფხაზეთში გ. პ. ბარაჩის ცნობის მიხედვით, გვხვდება მდ. ბესლეთში, მდ. ჭაობაში სოხუმთან, ინკიტის ტბაში (ბიჭვინთაში) და გუბეში ფსირცხაში. (ახალი ათონი).

ბათუმის შამაიას ხორცი ცხიმიანი და გემრიელია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები