ბანანის კრუშონი
2/3 ბანანი;
15 მლ ბანანის ლიქიორი;
20 მლ რომი;
1 ს/კ ლიმონის წვენი;
75 მლ თეთრი ღვინო;
80 მლ შამპანური.
ბანანი დავჭრათ თხელ რგოლებად, დავასხათ ლიქიორი, რომი, ლიმონის წვენი და ცოტა ხნით გავაჩეროთ. შემდეგ დავასხათ ღვინო და ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ შამპანური.
წყარო
მსოფლიოს ხალხთა სასმელები