ბატის მარწყვა ბალახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბატის მარწყვა ბალახი - Potentilla anserina L.

Potentilla anserina L.ბატის მარწყვა ბალახი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 70 სმმდე სიმაღლის ღეროებით და სქელი ფესურით. ფართოდაა გავრცელებული მთელ ევროპაში. საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე (აფხაზეთი, ქართლი, თრიალეთი, ჯავახეთი) წყალსაცავების ნაპირებზე, მინდვრებზე, გზის პირებზე. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს, ფესვებსა და თესლებს. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ქოლინს, ცვილს, სახამებელს, ორგანულ და ცხიმოვან მჟავებს, ასკორბინის მჟავას, კუმარინებს, მიკროელემენტებს – თუთიას, კალიუმს და სხვ.

ხასიათდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სისხლის შემაჩერებელი და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედებით. არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. შემკვრელი თვისებებიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან გამოიყენება ფაღარათის, სისხლდენების, უხვი ლორწოვანი გამონაყოფების დროს, როგორც გამოსავლები საშუალება ღრძილებიდან სისხლდენებისა და ენაზე ნახეთქების სამკურნალოდ. ბოლო გამოკვლევებით გამოვლენილია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ნაღველმდენი აქტივობა და სისხლში ქოლესტერინის შემცირების უნარი.

ხალხური მედიცინა ბალახის ჩაის იყენებს კრუნჩხვების, მენსტრუაციასთან დაკავშირებულ შეუძლოდ ყოფნის, კუჭის დაავადებებისას; ნაყენსა და ნახარშს ხმარობენ – დიარეის, შარდკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნეების, თიაქარის, სურავანდის, გასტრიტის, კოლიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, მუცლის ტკივილების, საშვილოსნოდან სისხლდენების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ; გარეგანად – ანგინის, გინგივიტის, წყლულოვანი სტომატიტის დროს, მალამოს – ტუჩებზე ნახეთქების შემთხვევაში. რეკომენდებულია ასევე ფილტვების ტუბერკულოზის, თიაქარის, სისხლიანი ნახველის, საშვილოსნოს დაწევის შემთხვევაში. წვენი – ფიტონციდურია, საფენების სახით იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, გამოსავლებად – კბილის ტკივილების, პირის ღრუს ანთებითი პროცესების, ღრძილების გასამაგრებლად, სურავანდის სამკურნალოდ; საფენების სახით – გამონაყრების, წყლულების დროს.

უკუმაჩვენებელია: სისხლის შედედებით, ყაბზობით, კოლიტით, თირკმელკენჭოვანი და დაბალი არტერიალური წნევით დაავადებულთათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები