ბაქსტი ლევ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ ბაქსტი, ავტოპორტრეტი

ლევ ბაქსტი – (ნამდვილი გვარი როზენბერგი, 1866-1924), ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი. 1902-03 წწ. მუშაობდა პეტერბურგის ალექსანდრინის თეატრში. 1909 წ. პეტერბურგიდან გაძევებულ იქნა როგორც ებრაელი, რომელსაც არ ჰქონდა დაკანონებული ცხოვრების უფლება. იგი გადადის პარიზში და იწყებს მუშაობას დიაგილევთან საბალეტო დასის მხატვრად. აქ მთლიანად გამოჩნდა მისი განსაკუთრებული ნიჭი, სწრაფვა დახვეწილობასა და სტილიზაციისაკენ. მისთვის დამახასიათებელია გაბედული კომპოზიცია, ფერადოვნება, რიტმის გრძნობა. იგი არის სცენური კოსტიუმის ოსტატი, რომლის მეშვეობით გამოკვეთს სცენურ სახეს, მის დინამიკას. მისმა შემოქმედებამ გავლენა იქონია საფრანგეთის დეკორაციულ ხელოვნებაზე.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები