ბეტონი მაგნეზიურ შემკვრელზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონი მაგნეზიურ შემკვრელზემაგნიუმის ოქსიქლორიდზე მიღებული ბეტონის სახეობა. ის არ საჭიროებს გამაგრების დროს ტენიან გარემოს, აქვს ძალიან მაღალი ცეცხლმედეგობა და დაბალი თბოგამტარობა, კარგი ცვეთამედეგობა და სიმტკიცე კუმშვასა და ღუნვაზე. ასეთი ბეტონი ადვილად მიიღება სხვადასხვა სახეობის, არაორგანული (ღორღი, ქვიშა, მარმარილოს ფხვნილი, კირქვა, კაოლინი, გრანულირებული წიდა, მაგნიუმის სულფატი და პიგმენტი) და ორგანული (ნახერხი, ბურბუშელა, დაფქული რეზინი, პლასტმასისა და მუყაოს ნარჩენები და სხვ.) შემავსებლისაგან.

მაგნეზიურ ბეტონს ახასიათებს ელასტიკურობა, მაღალი ადრეული სიმტკიცე, სიმსუბუქე, მედეგობა სხვადასხვა ზეთის, ლაქისა და საღებავის, ორგანული გამხსნელის, ტუტეებისა და მარილების (სულფატების ჩათვლით) მიმართ, აქვს ბაქტერიოციდული თვისება. არამდგრადია წყლისა და ზოგი მჟავას მიმართ. იწვევს ფოლადისა და ალუმინის კოროზიას. გამოიყენება ინდუსტრიულ, სავაჭრო და საცხოვრებელი შენობის იატაკის მოჭიმვისათვის ხალიჩოვანი მასალისა და ლინოლეუმის ქვეშ, კედლების თბოსაიზოლაციოდ, საბათქაშე მასალად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები