ბიორიუ სოღუუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჲორჲუ სოღუუ (ბალყ.-ყარაჩ. Бёрю согъуу – „მგლის მელოდია“) – მგელთაგან მოსალოდნელი ზიანის გამაუვნებელმყოფელი მუსიკალური მაგია, რომლის შესრულებას, ბალყარებისა და ყარაჩების რწმენით, მგლების მოჯადოება, მათი ადგილზე გაქვავება შეეძლო. მელოდიური მაგიის ნიმუშია ცხვართა მფარველი აჲმუშის მელოდია (უკრავდნენ სალამურზე), რომელიც გაფანტული ცხვრის ფარის შეკრებას უზრუნველყოფდა. სალამური წყალში დამხრჩვალი ადამიანის გვამის ძიების დროსაც გამოიყენებოდა: სწამდათ, რომ მაგის ხელში მელოდია სწორედ იმ ადგილზე წყდებოდა, სადაც სავარაუდოდ მიცვალებულის ცხედარი უნდა ყოფილიყო.




ლიტერატურა

Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები