ბლეიკი უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ბლეიკი. ნიუტონი, 1795; დაახლ. 1805; ფერადი ამონაბეჭდი, დასრულებული მელნითა და აკვარელით, 46X60 სმ. თეითი, ლონდონი

უილიამ ბლეიკი – (William Blake, 1757-1827) პოეტი, მხატვარი და გრავიორი, ასევე შთაგონებული იყო მიქელანჯელოს დრამატული ხელოვნებით. მას შემდეგ, რაც ბლეიკი გრავიურის ტექნიკას დაეუფლა, იგი ცოტა ხნით ჩაირიცხა სამეფო აკადემიაში, სადაც მალევე უარყო რეინოლდსის სწავლება. მას მიაჩნდა, რომ წესები უფრო ხელს უშლიდა, ვიდრე ეხმარებოდა შემოქმედებას. მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუზღუდავ, თავისუფალ წარმოსახვაში ჩაწვდომის მომხრეს, ფანტაზია და წარმოსახვა სულის უმაღლეს სამყაროში შეღწევის გზად, ხოლო გონება დამდაბლებული მატერიალური სამყაროთი შეზღუდულად მიაჩნდა.

ბლეიკი ბიბლიაზე, ბერძნულ მითოლოგიასა და ბრიტანულ ლეგენდებზე დაყრდნობით სიკეთისა და ბოროტების არსის კვლევით, ქრისტიანული რწმენის პიროვნულ-ინდივიდუალიზებული (იდიოსინკრეტიკული) ფორმის შემუშავებით იყო დაინტერესებული. 1790-იან წლებში გამოცემულ მის "წინასწარმეტყველურ წიგნებში", სულიერი კრიზისისა და მონანიების თემების გამოსაკვლევად, მხატვრობა და პოეზიაა გაერთიანებული. "წინასწარმეტყველურ წიგნებს" თემატურად უკავშირდება 12 დიდი ფერადი გრავიურისგან შემდგარი დამოუკიდებელი სერია, რომელიც მან, ძირითადად, 1795 წელს შექმნა. ერთ-ერთი მათგანი XVIII საუკუნის რაციონალიზმის სიმბოლოდ ქცეულ ნიუტონს წარმოგვიდგენს მათემატიკური გამოთვლებითა და ნახაზებით სამყაროს აღწერის იდეით შეპყრობილი შიშველი ნიუტონი, რომელსაც ხელში ფარგალი უჭირავს, გამოქვაბულში ზის. ამ სურათზე იგი უფრო მეტად შუა საუკუნეების ადამიანის წარმოდგენაში არსებული ღმერთის სახეს წააგავს, ვიდრე თანამედროვე მეცნიერს.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები