ბლუზისეული კილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლუზისეული კილო – განსაკუთრებული ელფერის ჟღერადობა, რომელიც მიიღება მაჟორულ კილოში დაბალი III და VII საფეხურების დამატების შედეგად. ბლუზის მელოდიების დიდი ნაწილი აიგება ან ამ კილოს პირველი ბგერებისაგან („დო“–დან „ფა“–მდე), ან დანარჩენი უკანასკნელი ბგერებისაგან („სოლ“-დან „დო“– მდე). დაბალი -III და VII საფეხურები, რომელთაც ეწოდებათ „ბლუზისეული ნოტები“ (blues notes) განსაკუთრებულ კილოებრივ წყობას უქმნიან ჩვეულებრივ ჰარმონიებს, ასე მაგალითად, სუბდომინანტურ აკორდს დო მაჟორში ჯაზის ზანგი მუსიკოსები მუდმივად ამატებენ ბგერა , რის შედეგადაც მიიღება დომინანტსეპტაკორდი სი-ბემოლ მაჟორისათვის, მაგრამ გადაწყვეტით ეს აკორდი ყოველთვის იქნება ალტერირებული სუბდომინანტა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები