ბრაინსკი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ ბრაინსკი

იაკობ ბრაინსკი − (1791-1853), გამოჩენილი რუსი მსახიობიю

ბრაინსკი ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობისა და ადრეული წლების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრზე, მსახიობობაზე. დიდმა გულმოდგინებამ და მონდომებამ თავისი გაიტანა. სწავლობდა შახოვსკისთან „ახალგაზრდათა დასში“. მისი დებიუტი შედგა პეტერბურგში 1811 წელს. იყო ტრაგიკული ამპლუის მსახიობი. შესრულებული აქვს შექსპირის ტრაგედებში: ოტელო, შაილოკი, იაგო... ასევე ფრანც მოორი შილერისყაჩაღებში“, ტანკრეტი ვოლტერის „ტანკრეტში“, ფილიპე შილერის „დონ კარლოსში“, კვაზიმოდო ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“ და სხვა.

იაკობ ბრაინსკი კლასიცისტური სკოლის წარმომადგენელი იყო და ამ ესთეტიკის ერთგული დარჩა ბოლომდე. იაკობ ბრაინსკი ხშირად ითავსებდა რეჟისორის ამპლუას. თავის ბენეფისზე ის წარდგა როგორც რეჟისორი. საბენეფისოდ მან ალ. გრიბოედოვისვაი ჭკუისაგან“ განახორციელა. დადგმაში თავად გორიჩის როლი შეასრულა. 1832 წელს ალ. პუშკინის პიესაში „მოცარტი და სალიერი“ სალიერის როლი შეასრულა, ის იყო რიჩარდ III უბადლო შემსრულებელი შექსპირის ტრაგედიაში „რიჩარდ III“


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები