ბჰუტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჰუტანი - (სამეფო ბჰუტანი), სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, აღმოსავლეთ ჰიმალაიში.

ფართობი - 46,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 800 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - დრუკე (ბჰოტია).

დედაქალაქი - თიმფუ.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 ძონგად (პროვინცია). ბჰუტანში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაური - მეფე. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა. აღმასრულებელ ძალაუფლებას ახორციელებს მეფე მინისტრთა კაბინეტის საშუალებით.

ბჰუტანი აგრარული ქვეყანაა. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია მსოფლიოში.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 8 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან, ეროვნული მილიციისა და სამეფო გვარდიისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები