გაბაიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი გაბაიძე

გაბაიძე გიორგი − (1988), პოეტი. დაიბადა სოფელ ხიხაძირში (ხულო); 2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. ლექსების წერა დაიწყო 2004 წლიდან. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული „მკვდარი პოეტის მთვარე“; 2008 წელს ბოლოს გამოიცა მეორე − „მომავლის მონატრება“. 2009 წელს გამოსცა კრებული „დაუსრულებელი წერილი“ (თანაავტორობით: გენრი დოლიძესთან, თაკო დიოგიძესთან და გიორგი ჭეიშვილთან). 2010 წელს გამოიცა კრებული „ა ბ გ დ“ (თანაავტორობით: როინ აბუსელიძესთან, აჩი ბერიძესთან, გენრი დოლიძესთან). 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“, 2013 წელს − კრებული „შენელი”. არის ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები შემოქმედების გაერთიანების „ლიტერატურული კლუბის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ელექტრონული ბიბლიოთეკის Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.


* * *
არავინ არ მიყვარს, საერთოდ არავინ!
მივტირი ზღვის უკან ჩაფერფლილ დაისებს,
დავდივარ ზამთარში, − მბჟუტავი ფარანით,
და ვეძებ ვინც ასე არ მიყვარს; და ისევ...
არავინ არ მიყვარს საერთოდ არავინ,
დარდისგან დალამბულ ნაკვალევს ლანდების
მივყვები და ჩემი იშლება კარავი,
სულში კი იწყება პროცესი ანთების –
გზა და გზა, მივდივარ ფიქრებში და რავი
ასე თუ ველევი გრძნობების სიცხადეს,
მინდა რომ ვუყვარდე საერთოდ არავის,
და მაინც მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები