გაბნევა (საარტილერიო ჭურვების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბნევა - შეზღუდულ ფართობზე (სივრცეში) სროლის (რაკეტების გაშვების, ბომბდამშენის) პრაქტიკულად ერთნაირ პირობებში საარტილერიო ჭურვების (ტყვიების, ყუმბარების, რაკეტების, ბომბებისა და სხვა) ვარდნის წერტილების (საჰაერო გასკდომების) გაფანტვა.

გაბნევა ექვემდებარება შემთხვევითი სიდიდეების განაწილების (ჰაუსის განაწილების კანონი) ნორმალურ კანონს, ვინაიდან თითოეული ჭურვის ფრენაზე შემთხვევითი ფაქტორები ახდენენ გავლენას. ამიტომ ერთი და იმავე კორის (სამიზნის) დანადგარებზე სროლის დროსაც წარმოიქმნება ე.წ. ტრაექტორიის კონა, რომელიც წინაღობის ზედაპირის გადაკვეთისას ელიფსის (გაბნევის ელიფსი) ან წრიული (წრიულიგაბნევა.) ფორმის გაბნევის ფართობს წარმოადგენს.

გაბნევის მნიშვნელოვანი მახასიათებელია საშუალო (ალბათობითი) გადახრა, ე.ი. მოცემულ მიმართულებაზე ისეთი გადახრა, რომლის მიმართაც როგორც დიდი, ასევე მცირე შემთხვევითი გადახრები ერთნაირადაა შესაძლებელი (PH - სიმაღლით, PD – მანძილით, Pl - გვერდითი მიმართულებით). რიცხობრივად გაბნევის კანონი გამოისახება შკალით D, რომელიც რომელიღაც მიმართულებაზე შუა გადახრის სიდიდის და მათი მიღების ალბათობის დამოკიდებულებას გვიჩვენებს. გაბნევა სროლის ეფექტურობაზე არსებით გავლენას ახდენს: რაც უფრო ნაკლებია D, მით უფრო მაღალია მიზანში მოხვედრის ალბათობა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები