გადატანა (ლექსში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადატანალექსში წინადადების გაწყვეტა და მისი ერთი ნაწილის გადატანა სალექსო მუხლიდან მუხლში, ტაეპიდან ტაეპში ან სტროფიდან სტროფში.

გადატანის დროს მეტრული პაუზა (ცეზურა) არ ემთხვევა. გრამატიკულ ან ლოგიკურ პაუზას.

გადატანა ზღუდავს ცეზურის გამთიშველობას და სალექსო ფრაზის ინტონაციას სასაუბრო ხასიათს აძლევს.

1. გადატანა მუხლიდან მუხლში:

გაუჩნდებოდა სიტურფე /ვარდს შენთან ხანი დაეყო.
(თეიმურაზ I).

2. გადატანა ტაეპიდან ტაეპში:

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე, რაა მამული.
(გ. ტაბიძე).

3. გადატანა სტროფიდან სტროფში:

ჰეი, სამშობლოვ, სხვებისთვის დედავ,
ჩემთვის კი ავო დედინაცვალო!
ვიცი, დაიბან პილატებრ ხელსა
და იტყვი, რომ ხარ შენ დღეს უბრალო
ჩემს ტანჯვაში და ჩემს განსაცდელში.
(აკაკი).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები