გამჭვირვალე პლასტმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამჭვირვალე პლასტმასი – პოლიმეთილმეტაკრილატი, პოლისტირენი, რომლებიც სინათლის სხივს ატარებენ ტალღების ფართო დიაპაზონში, კერძოდ სპექტრის ულტრაიისფერ ნაწილს, რის გამოც ისინი ოპტიკური თვისებებით არ ჩამოუვარდებიან უმაღლესი ხარისხის მინასა და ბროლს და მნიშვნელოვნად აჭარბებენ სილიკატური მინის შუქგამტარობას. გამოიყენება ოპტიკური სისტემების სანათ არმატურად.