განზომილებათა თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განზომილებათა თეორია – იმ ფორმულების სახის განსაზღვრის მეთოდი, რომლებიც ამა თუ იმ ფიზიკურ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას გამოსახავენ. მეთოდი დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ამ დამოკიდებულების ხასიათი არ უნდა შეიცვალოს გამოყენებულ ერთეულთა მასშტაბების შეცვლისას. თუ ადგილი აქვს ტოლობას ფიზიკური სიდიდეების რომელიმე კომბინაციებს შორის, მაშინ ტოლობის ორივე ნაწილს უნდა ქონდეს ერთი და იგივე განზომილება.