გაუსის ტოლკუთხა განივი ცილინდრული პროექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ გაუსი

გაუსის ტოლკუთხა განივი ცილინდრული პროექცია – (Gauss conformal transverse cylindrical projction), დაამუშავა 1820-1830 წლებში გერმანელმა მათემატიკოსმა კარლ გაუსმა. 1912-1919 წლებში გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰან კრიუგერმა შექმნა პროექციის უფრო მოხერხებული ვარიანტი, რის შემდეგ პროექციას ეწოდა გაუს-კრიუგერის. ეს პროექცია მიღებულია ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად.

დედამიწის სფერული ზედაპირი გეგმილდება ცილინდრის ზედაპირზე ისე, რომ მისი რომელიმე მერიდიანი ეხება ცილინდრის შიგა ზედაპირს. სფეროს (სფეროიდის) ზედაპირი მერიდიანებით დაყოფილია 60 ექვსგრადუსიან ზონად. თითოეულ ზონას აქვს თავისი ღერძმერიდიანი, რომლითაც ეხება ცილინდრის შიგა ზედაპირს. პირველი ზონის დასავლეთი მერიდიანი გრინვიჩის მერიდიანია, საიდანაც ხდება გაუს-კრიუგერის მართკუთხა საკოორდინატო სისტემა ზონების ათვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. გაუსის პროექციის განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ თუ ცილინდრის ზედაპირზე ზონის დაგეგმილების შემდეგ ცილინდრს გავშლით სიბრტყეზე, ღერძმერიდიანი და ეკვატორი ურთიერთპერპენდიკულარული სწორი ხაზებით გამოისახება. თითოეულ ზონაში მიიღება მართკუთხა კოორდინატული ბადე.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები