გაუს-კრიუგერის საკოორდინატო სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაუს-კრიუგერის მართკუთხა საკოორდინატო სისტემა

გაუს-კრიუგერის საკოორდინატო სისტემა – (Gauss-Kruger coordinate system), – ბრტყელი მართკუთხა კოორდინატების სისტემა, რომელშიც წერტილის მდებარეობა განისაზღვრება არა კუთხოვანი ზომებით (φ,λ), არამედ მეტრებით. ემყარება კ. გაუსის ტოლკუთხა განივ ცილინდრულ პროექციას. დედამიწის ელიფსოიდი სიბრტყეზე გამოისახება ზონებით, რომელთა კიდურა მერიდიანებს შორის გრძედთა სხვაობა 6º – ია. ზონები დანომრილია საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთით. X (აბსცისა) ღერძი არის ზონის შუა ანუ ღერძული მერიდიანი, ხოლო Y (ორდინატა) ღერძი ეკვატორის გამოსახულებაა. კოორდინატების საწყისი ეკვატორისა და პირველი 6º _ იანი ზონის ღერძული მერიდიანის გადაკვეთაზეა. მისი x=0, y=500კმ. ზონის ნომერი იწერება y-ის წინ. თითოეულ ზონაში აბსცისები ეკვატორიდან ჩრდილოეთით დადებითია, სამხრეთით – უარყოფითი. ორდინატები ღერძმერიდიანიდან აღმოსავლეთით დადებითია, დასავლეთით – უარყოფითი. ცალკეულ ზონებში y-ის ორნიშნიანობა ზოგჯერ შეცდომებს იწვევს. ორდინატები ყოველ ზონაში დადებითი რომ იყოს, ღერძული მერიდიანისა და ეკვატორის გადაკვეთის წერტილს პირობით ანიჭებენ y=500 კმ-ს.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები