მეტრი (სიგრძის ერთეული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტრის ეტალონი

მეტრი – (ფრანგ. metre, ბერძნ. metron – „ზომა“) – საზომთა მეტრული სისტემისა და ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (Si) სიგრძის ერთეული; უდრის პარიზის მერიდიანის ერთ მეორმოცმილიონედ ნაწილს.

1791 წელს განისაზღვრა, როგორც პარიზის მერიდიანის 1/40 000 000 ნაწილი (დედამიწის ელიფსოიდის მიხედვით). პლატინის და ირიდიუმისგან დამზადებული მეტრის ეტალონი ინახება ზომა-წონის საერთაშორისო ბიუროში სევრში, პარიზის მახლობლად. ამჟამად მეტრი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში და 1/299 792 458 წამის ტოლია. მეტრის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: მილიმეტრი (მმ), სანტიმეტრი (სმ), კილომეტრი (კმ). 1მმ=0.001 მ; 1სმ=0.01 მ; 1 კმ=1000 მ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები