გეოგრაფიული სახელწოდება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული სახელწოდება, გეოგრაფიული სახელი, ტოპონიმი –(geographical name, toponumy), გეოგრაფიული ობიექტის საკუთარი სახელი, ტოპონიმი. ტოპონიმთა შემსწავლელი მეცნიერება ტოპონიმიკა ემყარება გეოგრაფიის, ისტორიისა და ენათმეცნიერების მონაცემებს. გეოგრაფიულ სახელწოდებებს შეისწავლის კარტოგრაფიული ტოპონიმიკაც.

გეოგრაფიულ ტოპონიმთა სახეებია: ჰიდრონიმები (წყლის ობიექტების სახელები), ორონიმები (მთების, ქედების, უღელტეხილების, დაბლობების, ქვაბულებისა და ზეგნების სახელები), ოიკონიმები (დასახლებული პუნქტების სახელები), ქორონიმები (ქვეყნებისა და მხარეების სახელები). ტოპონიმებს უშუალოდ უკავშირდება ეთნონიმები (ეთნოსების სახელები).

გეოგრაფიული სახელი ნებისმიერი სივრცობრივი საინფორმაციო სისტემის აუცილებელი კომპონენტია. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნაციონალური ელექტრონული ტოპონიმიკური ბაზის შექმნას, რაც წარმოადგენს გეოგრაფიული სახელწოდებების მსოფლიო ელექტრონული სისტემის საფუძველს.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები