გეოგრაფიული სახელწოდებების ტრანსლიტერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული სახელწოდებების ტრანსლიტერაცია – (transliteration of geographical names), გეოგრაფიული ობიექტების საკუთარი სახელების გადმოცემა სხვა დამწერლობის ასოებით. გათვალისწინებულია სიტყვის ჟღერადობა, არ ხდება ასოთა მექანიკური ჩანაცვლება, შესაძლებელია დამატებითი ასოების და დიაკრიტიკული ნიშნების გამოყენება. ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შექმნისას აუცილებელია ენის ფონემათა სპეციფიკის გათვალისწინება და ასახვა სხვა ენაში. უცხოენოვანი საკუთარი სახელების ქართულ სალიტერატურო ენაზე გადმოტანისას გათვალისწინებულია ქართულ ენაში არსებული წარმოთქმისა და დაწერის (ფონემის და გრაფემის) უნიკალური შესაბამისობა. 1997 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული გეოგრაფიული სახელწოდებების ტრანსლიტერაციის საერთაშორისო სისტემა. ქართულ გეოგრაფიულ საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაციას აფერხებდა რამდენიმე ქართული თანხმოვნის გრაფიკული დაწერილობა, რაც მოიხსნა დამატებითი ნიშნის – აპოსტროფის შემოღებით, მაგ.: ჭიათურა დაიწერება Ch’iatura.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები