გეოქიმიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოქიმიური რუკა – (geochemical map), გენერალიზებული გეოლოგიური რუკა, რომელზეც ნაჩვენებია ქიმიურ ელემენტთა შემცველობა და განაწილება ქანებსა და სტრუქტურულ – ფაციალურ ზონებში. ქიმიურ ელემენტთა რაოდენობრივი შემცველობა გამოისახება იზოხაზებით. ეს რუკები პროგნოზულ მეტალოგენურ რუკებთან ერთად აადვილებს სასარგებლო წიაღისეულის პერსპექტული უბნების გამოვლენას.