გიორგი VII (იმერეთის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი VII – იმერეთის მეფე 1741 წელს, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის, თამარის ვაჟი.
იგი ალექსანდრე V-ით უკმაყოფილო თავადებმა: ზურაბ აბაშიძემ, გრიგოლ რაჭის ერისთავმა, ოტია დადიანმა და აფხაზეთის მთავარმა შარვაშიძემ გაამეფეს. მათ მხარს უჭერდა ოსმალეთიც, რომელსაც ხელს ძლევდა სამეფო ტახტზე ხშირი ცვლილებები. ალექსანდრე V ქართლში გადავიდა, ნადირ-შაჰის შუამდგომლობით და ახალციხის ფაშას სამხედრო დახმარებით ტახტი იმავე წელს დაიბრუნა. გიორგი ოდიშში გაიქცა.
გიორგი ცოცხალი ჩანს სოლომონ I-ის დროს (1772), როდესაც იგი გამეფების სურვილით შეპყრობილი იმერეთში უნდა დაბრუნებულიყო.