გლინტვეინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლინტვეინი

გლინტვეინი – გლინტვეინი (გერმანულად Gluhende Wein – ნიშნავს ცხელ „მოგიზგიზე ღვინოს“) – ცხელი სასმელია, რომელიც წარმოადგენს პუნშის ერთ-ერთ ნაირსახეობას. გლინტვეინი ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში. ეს სასმელი, ძირითადად, მზადდება წითელი ღვინის, შაქრისა და სანელებლებისგან (მიხაკი, დარიჩინი). გლინტვეინს ხანდახან უმატებენ რომს, კონიაკს, ლიქიორს, ლიმონს იმ რაოდენობით, რომ სასმელს გემო არ შეუცვალოს და მისცეს სასიამოვნო არომატი.

გლინტვეინი წარმოადგენს კარგ საშუალებას ინფექციური დაავადების გადატანის, გამოჯანმრთელების პერიოდში, ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბუნების დროს. გლინტვეინი უნდა გაცხელდეს 70-ის ფარგლებში. ღვინო უნდა გაცხელდეს (არ ადუღდეს) ცეცხლგამძლე ჭურჭელში (მეტალის ჭურჭელი არ შეიძლება, გარდა ვერცხლისა) მანამ, სანამ არ გაქრება თავიდან წარმოქმნილი თეთრი ქაფი. გლინტვეინის მოსამზადებლად სასურველია წითელი მშრალი ღვინო, როგორიცაა ხვანჭკარა, ქინძმარაული, კაბერნე, კაგორი და სხვ. გლინტვეინი შეიძლება მივირთვათ ხორცის კერძებთან, მარილიან ორცხობილასთან და სხვ. მას მიირთმევენ ცხელ-ცხელს, მაღალი ჭიქით (სწრაფად რომ არ გაცივდეს). მაგიდასთან გლინტვეინი მიაქვთ ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭლით. თუ გლინტვეინის შემადგენლობაში შედის წყალი, ის უნდა ადუღდეს უშუალოდ მოხმარების წინ. წყალი სპირტიან სასმელს ზემოდან არ უნდა დაესხას, წყალს ასხამენ ნელ-ნელა კიდიდან.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები