გორგონიჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორგონიჟ-ი (ადიღ. Гуэргуэныжь/Горгоныжъ) – ადიღური ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების ღორების მწყემსი, გოლიათური ძალ-ღონითა და მამაცობით გამორჩეული გმირი, რომელიც ცხენის ნაცვლად კუდმოკლე ტახზე ზის. ჰყავს აურაცხელი რაოდენობის ღორები, რომელსაც ნართი ახალგაზრდები ვერაფრით ვერ ითვლიან. ზოგიერთი ვარიანტით, გორგონიჟი სათანეის საქმროა. მის სახელს უკავშირდება ნართების მტრის, ისფების ბელადის – ჟაჭეჟის, მიუდგომელი ციხე-სიმაგრის აღება და ნართი მზეთუნახავის – სათანაის, ტყვეობიდან დახსნა.


ლიტერატურა

Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 1. Мыекъ-уапэ, 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები