გოძიაშვილი ვასო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასო გოძიაშვილი

ვასო გოძიაშვილი − ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ლენინისა და სხვა ორდენების კავალერი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1952) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

დაიბადა 1905 წელს თბილისში, მსახიობის ხელოვნებას ეზიარა თბილისის დრამატულ სტუდიაში (1922-1924), სტუდიის დამთავრებისთანავე რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი ხდება (1924-1930), 1930 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზეა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაუტოვებია.

ვასო გოძიაშვილმა ასზე მეტი როლი ითამაშა და დაუვიწყარი სახეები შექმნა. მსახიობის მთავარ მიღწევებად აღიარებულია: ლუარსაბი (ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!), მეფე ერეკლე (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“), ახმა (სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“), პორუჩიკი ჩეშმაკოვი (ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ავეტიკა (ცაგარელის „რაც გინახავს ― ვეღარ ნახავ!“), არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), დონ სეზარ დე ბაზანი (ჰიუგოსრუი ბლაზი“), ხლესტაკოვი (გოგოლისრევიზორი“), ცეზარი (შოუს „ცეზარი და კლეოპატრა“) და მრავალი სხვა.

მარჯანიშვილისა და ახმეტელის რჩეული მოწაფის, ვასო გოძიაშვილის შემოქმედება ხასიათდებოდა მძაფრი ტემპერამენტითა და ემოციურობით; კომედიურსა თუ დრამატულ სახეებს მსახიობი ქმნიდა ხასიათების ღრმა ცოდნით, ფსიქოლოგიური სიმართლითა და სიზუსტით; სცენურ სახვით საშუალებათა უშურველი სიუხვითა და ფერადოვნებით.

ვასო გოძიაშვილი, ამავე დროს, ესტრადის გამოჩენილი ოსტატი და საუკეთესო კინომსახიობიც იყო. დასამახსოვრებელია ქართულ კინოფილმებში მის მიერ შექმნილი სახეები („ქეთო და კოტე“, „რაც გინახავს — ვეღარ ნახავ!“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ.)

1971 წელს ვასილ (ვასო) დავითის ძე გოძიაშვილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლებში, „ძველი ვოდევილები“ და „კაცია ადამიანი?!“ — მთავარი როლების შესრულებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ვასო გოძიაშვილი გარდაიცვალა 1976 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები