გრადუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრადუსი – ლათინური სიტყვაა gradus − საფეხური, ნაბიჯი, ხარისხი, ბრტყელი კუთხის საზომი ერთეული, მართი კუთხის 1/90 ნაწილი. გრადუსი იყოფა 60 წუთად, წუთი - 60 წამად. გრადუსი იხმარება აგრეთვე წრეწირის რკალის გასაზომად (სრული წრეწირი შეადგენს 360°-ს).

როგორც ბაბილონის ქურუმებმა შეამჩნიეს, მზის დისკო მზის დღიურ სავალ გზაზე ეტევა 180 -ჯერ, ე.ი. „მზე აკეთებს 180 ნაბიჯს“; მაშინ მზის სადღეღამისო გზა უდრის „360 ნაბიჯს“. ამიტომ დაიწყეს წრის დაყოფა 360 ტოლ ნაწილად. თანამედროვე აღნიშვნების მსგავს აღნიშვნებს იყენებდა პტოლემეოსი, რომელიც სარგებლობდა ათვლის სამოციანი სისტემით. იგი გრადუსს უწოდებდა „ნაწილებს“ – μοιραι (შემოკლებით μ°) და აღნიშნავდა წუთებს შტრიხით (‘), ხოლო წამებს - ორი შტრიხით (“). შუასაუკუნეების ხელნაწერები და ადრეული ნაბეჭდი წიგნები პტოლემეოსის აღნიშვნების (μ°, ', ") მაგივრად შეიცავენ ლათინური სიტყვების gradus, minutae, secundae -ს შემოკლებულ აღნიშვნებს Gr, Min, Sec. თანამედროვე აღნიშვნები შემოიღო მედიკოსმა და მათემატიკოსმა პელეტემ (1558), რომელთანაც 0, ', " აღნიშნავენ 1/60 წილადის ხარისხს. ამ აღნიშვნებმა სწრაფად იწყეს გავრცელება და 1600 წელს გახდნენ საყოველთაო. კერძოდ, ისინი გვხვდებიან ბრაგეს (1573), რეტიკის (1596), კეპლერის (1604) შრომებში.

შენიშვნა: გრადუსი არის აგრეთვე პირობითი ერთეული სხვადასხვა სიდიდისა – სითხეების პირობითი სიბლანტის გრადუსი, სპირტის კონცენტრაციის გრადუსი, ტემპერატურის სხვადასხვა ერთეულთა საერთო სახელწოდება და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები