გრავიტაციული მღვიმეები
გრავიტაციული მღვიმეები ეწოდება კლდეზვავების ლოდური მასალის დაფენით გაჩენილ სიღრუვეებს. სიმძიმის ძალით გადაადგილებულ და აკუმულირებულ ლოდებს შორის რჩება ცარიელი სივრცეები, რომლებიც მეტნელად საკმაოდ ვიწრო ხვრელების სახეს ატარებენ. ასეთი სიღრუვეები წარმოიშობა უმთავრესად მასივ ქანებში, როგორიცაა კირქვები, ბაზალტები, გრანიტები და სხვ.
საფრანგეთის დეპარტამენტ ავერონში ჩამონგრეულ კირქვის ლოდებს შორის უწესო მოყვანილობის მღვიმეებია მათში ცხოვრობდა ნეოლითური ადამიანი. XI საუკუნიდან ეს მღვიმეები გადაქცეულია სარდაფებად, სადაც ამზადებენ განთქმულ როკფორის ყველს. ამას ხელს უწყობს ტემპერატურის უმნიშვნელო რხევა (5-10°) და კარგი ჰაერცვლა. კირქვულ ლოდებს შორის მოქცეული სიღრუვეები არსებობს ხვამლის მასივის ქარაფების ძირში (ლეჩხუმი). ხოლო ბაზალტის ლოდებისა — ახალქალაქის პლატოს კიდეებთან, საკრისის მთაზე მანგლისთან და ა. შ.