გროგი
გროგი – გროგი ინგლისელი მეზღვაურების გამოგონებაა. XVIII საუკუნეში სამეფო ფლოტის მეზღვაურებს, ტრადიციისამებრ, აძლევდნენ რომის გარკვეულ ულუფას, მაგრამ ეს ტრადიცია მას შემდეგ დაირღვა, რაც სამეფო ფლოტის მეთაურად დანიშნეს ადმირალი ედვარდ გროგი. მას მეზღვაურებმა ზედმეტსახელი „ბებერი გროგი” შეარქვეს. ადმირალმა, ეკონომიის მიზნით, ბრძანება გასცა, რომ სუფთა რომის მაგივრად მეზღვაურებისათვის მიეცათ წყლით გაზავებული რომი. ასე წარმოიშვა დღეს უკვე ფართოდ ცნობილი ცხელი, შერეული, ალკოჰოლიანი სასმელი გროგი. გროგის დალევა რეკომენდებულია ზამთრის ცივ დღეებში სეირნობის შემდეგ, გაციების დროს და სხვ.
გროგი (I ვარიანტი)
50 მლ რომი;
25 მლ ვანილის ლიქიორი;
1 ჭიქა არაყი;
1/2 ს/კ შაქარი;
1 ნაჭერი ლიმონი.
ბოკალში ჩავასხათ რომი, ვანილის ლიქიორი, დავუმატოთ შაქარი, ცხელი წყალი და ავურიოთ. შემდეგ ზემოდან დავადოთ ლიმონის ნაჭერი და მოვასხუროთ ცოტაოდენი რომი.
გროგი (II ვარიანტი)
1 ჭიქა მაგარი ტკბილი ჩაი;
1 ჩ/კ კონიაკი;
1 ს/კ რომი.
ჩაი, კონიაკი, რომი ერთმანეთს შევურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავასხათ ფინჯანში და მაგიდასთან მივიტანოთ ცხელ-ცხელი.