გუერა ტონინო
ტონინო გუერა – (დ. 1920 წელს სანტარქანჯელო-დირომანიაში, გ. 2012 წელს იქვე, იტალია) — დიდი იტალიელი სცენარისტი, პოეტი და მწერალი. წერდა სცენარებს ისეთი გამოჩენილი კინორეჟისორებისთვის, როგორებიცაა — ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ანდრეი ტარკოვსკი, ფრანჩესკო როზი და თეო ანგელოპულოსი.
დაამთავრა ურბინოს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. წერა დაიწყო ჯერ კიდევ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გამომწყვდეულმა.
ფილმოგრაფია:
- 1960 — „თავგადასავალი“
- 1961 — „ღამე“
- 1962 — „დაბნელება“
- 1964 — „წითელი უდაბნო“
- 1964 — „ქორწინება იტალიურად“
- 1970 — „ზაბრისკი-პოინტ“
- 1973 — „ამარკორდი“
- 1982 — „ქალის იდენტიფიკაცია“
- 1983 — „გემი მიცურავს…“
- 1983 — „ნოსტალგია“
- 1985 — „ჯინჯერი და ფრედი
- 1988 — „პეიზაჟი ნისლში“
- 1995 — „ულისეს მზერა“
- 1995 — „ღრუბლებს მიღმა“
- 2004 — „ეროსი“
და სხვა.
ჯილდოები:
1966 — „კაზანოვა 70“ (ნომინაცია „ოსკარზე“ - საუკეთესო ორიგინალური სცენარი) 1967 — „ფოტოგადიდება“ (ნომინაცია „ოსკარზე“ - საუკეთესო ორიგინალური სცენარი) 1973 — „ამარკორდი“ (ნომინაცია „ოსკარზე“ - საუკეთესო ორიგინალური სცენარი) 1981 — „სამი ძმა“ (პრემია „დავიდ დი დონატელო“ საუკეთესო სცენარისთვის) 1984 — „გემი მიცურავს…“ (პრემია „დავიდ დი დონატელო“ საუკეთესო სცენარისთვის) 1985 — „ქაოსი“ (პრემია „დავიდ დი დონატელო“ საუკეთესო სცენარისთვის) 2002 — ორდენი — „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“