დაბალი მითოლოგია
დაბალი მითოლოგია – ისტორიული მოვლენების მსგავსად, მითოლოგიაც ცვლილებებს განიცდის. წარმართული დროის მითოლოგიის განვითარებაში ახლა ორ უმთავრეს საფეხურს გამოვყოფთ: დაბალი და მაღალი ანუ დარგობრივი მითოლოგიის სტადიები. ტერმინი დაბალი მითოლოგია ახალი არაა, იგი დიდი ხანია იხმარება შედარებით მითოლოგიაში (ვ. შვარცი). უძველესი რწმენა სხვადასხვა მავნე სულების, ტყიურების, სახლის თუ ფუძის მფარგველების შესახებ დაბალი მითოლოგიის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენ. ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ძველად ქართველები თაყვანს სცემდნენ კლდეებს, მდინარეებს, ხეებს, ადგილის დედას, მნათობებსა და სხვა მრავალ წვრილმან ღვთაებებს, რომელთა ფეტიშური გამოხატულებანი დიდხანს არსებობდა ყოფიერებაში.
ქრისტიანობამდელი მითოლოგია პოლითეიზმიდან მონოთეიზმისაკენ მიემართებოდა ათასეული და ასეული ღვთაებებიდან თანდათან თავისუფლდებოდა პირველყოფილი პანთეონი და მასში ნელი ნაბიჯით მაგრამ მტკიცედ მკვიდრდებოდა განსაზღვრული დარგების გამგებელთა პლეადა (ტაროსის ომიანობის, ნაყოფიერების, მესაქონლეობის, ნადირობის და სხვ. ღვთაებანი). ქართული ხალხური შემოქმედება ორივე საფეხურის ასახვას გვაძლევს. ცხადია უფრო მდიდრად, ჟარობრივ-პოეტური თვალსაზრისით მეორე საფეხური უკეთაა წარმოდგენილი. ხალხურ პოეზიასა და მუსიკაში დარგობრივ გამგებელთა სახეები პერსონიფიცირებულიას, თავისი დროის მხატვრული აზროვნების შედევრებითაა ასახული (დალი, სამძივარი, ბაადური, პირიმზე, თერგვაული, კოპალა, იახსარი, აფსათი, გიორგი, კვირია, მორიგე). თუ დაბალი მითოლოგიის მატერიალურ გამოხატულებას ფეტიშური და მაგიური საგნები გვაძლევდა, მაღალი ანუ დარგობრივი მითოლოგია კერპების სახით იყო წარმოდგენილი. ქართლის მოქცევის წინ (გაცი, გაიმი, არმაზი ზადენი. დაბალი მითოლოგიის მხატვრულ ასახვას უხვად გვაწვდის შელოცვები, ლოკალური მითები და ლეგენდები, წყევლანი და მაგიური ფორმულები.
მ. ჩიქოვანი