დებოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დებოდი – ძველეგვიპტრი ტაძარი, მდებარეობს ასუანიდან 15 კმ. სამხრეთით. ჩვ.წ.- მდე II საუკუნის დასაწყისში ნუბიის მეფემ აზეხრამონმა აქ ააგო მცირე ზომის კაპელა, რომელიც ტაჰეტის ამონს (t3-h.t, შესაძლოა ამ ადგილის ძველი დასახელება) და ისიდას მიუძღვნა. პტოლემაიოს VI-მ კაპელა გაადიდა და ტაძრად გადააკეთა. ტაძრის მორთულობა დაასრულეს რომის იმპერატორებმა ავგუსტემ და ტიბერიუსმა.

ასუანის კაშხალის აგების დროს, როცა ბევრ ეგვიპტურ ტაძარს წყლის ქვეშ ჩაძირვა დაემუქრა და იუნესკოს ეგიდით ბევრი ტაძარი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს, ეგვიპტის მთავრობამ დებოდის ტაძარი ესპანეთს აჩუქა იმ დიდი დახმარებისათვის, რომელიც ესპანეთის მთავრობამ გაუწია ეგვიპტეს გრანდიოზული აბუ სიმბელის ტაძრის გადასარჩენად. ტაძარი გადაიტანეს ესპანეთში, მადრიდში, როზალესის პარკში, სამეფო სასახლის სიახლოვეს, სადაც ის 1972 წლიდან ყველასათვის ღიაა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები